ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი (1904-1977)

საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი, მწვრთნელი-სელექციონერი, მსაჯი, ტარდებოდა მისი სახელობის ტურნირი. აფხაზეთში შეიტანა ქართული ჭიდაობა. ჰქონდა უნიკალური "ვეფხისტყაოსნების" კოლექცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს გადასცა. დაკრძალულია კასპში, სოფელ ზემო ხანდაკში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თამაზ გოგიბედაშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.