გურამ გუგენიშვილი (1986-2014)

მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში, M-1 Challenge-ის პირველი ჩემპიონი მძიმე წონაში (2010). პროფესიული კარიერა 2009 წელს დაიწყო, საწყის ეტაპზე ზედიზედ 11 ორთაბრძოლა მოიგო და მიმდევრობით M-1 Ukraine-ს, M-1 Selection Western Europe-ს და M-1 Challenge-ს ტიტულები მოიგო. ცნობილია რუსი მაქსიმ გრიშინისა და ამერიკელი კენი გარნერის დამარცხებით. დაიღუპა ავტოკატასტროფაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

geonecropol.com