სპორტსმენი(ტანმოვარჯიშე), სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ სამგზის აბსოლუტური ჩემპიონი. თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე (1953-1968). დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის ვასილ რცხილაძის ოჯახში. მუსიკის ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა ხდება თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი, მაგრამ ჭაბუკი გაიტაცა ტანვარჯიშმა. ამ დროიდან მისი ცხოვრების საქმედ იქცა ტანვარჯიში და სპორტულ-ფიზკულტურული მოძრაობა. გიორგი რცხილაძე იყო ჩვენში სპორტული მოძრაობის ცნობილი საზოგადოების შევარდენის ერთ-ერთი მესვეურის, ცნობილი ტანმოვარჯიშის გიორგი ეგნატაშვილის მოწაფე და მიმდევარი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მამა - ვასილ რცხილაძე
გიორგი რცხილაძე
09.11.2021 09:39
გიორგი რცხილაძე ბაბუაჩემია მე გიორგი რცხილაძე ვარ. მისი სურათი არა სწორია გადმოგიგზავნით სწორ სურათს.
paata
17.11.2021 05:00
დიდი მადლობა, გთხოვთ გამომიგზავნოთ ფოტო ფოსტაზე: aroshidze.paata@bsu.edu.ge