მიხეილ ქორქია (1948-2004)

კალათბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი (მიუნხენი - 1972). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს. თბილისის "დინამოსა" და სსრკ ნაკრების წევრი; 1998 წლიდან ქუთაისის "ტორპედოს" საფეხბურთო კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე და პრეზიდენტი; თამაშობდა შემტევი მცველის პოზიციაზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.