ვახტანგ კოპალეიშვილი (1954-2015)

ფეხბურთელი და მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და ლანჩხუთის „გურიას“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1976) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.