ბორის პაიჭაძე (1915-1990)

ფეხბურთელი, თამაშობდა თბილისის დინამოს შემადგენლობაში. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს. მის სახელს ატარებს საქართველოს უდიდესი ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.