შოთა ლომიძე (1936-1993)

მოჭიდავე, 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1969, 71) და მეორე პრიზიორი (1967), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1966, 69) და ორგზის მეორე პრიზიორი (1965, 67), მეხიკოს ოლიმპიური თამაშების მეორე პრიზიორი (1968), ტოკიოს ოლიმპიადის მონაწილე (1964, IX ადგილი). სსრკ ხალხთა IV და V სპარტაკიადების ჩემპიონი პირად და გუნდურ შეჯიბრებებში (1967, 71), სსრკ სამგზის ჩემპიონი (1964, 65, 66), მეორე (1968) და ორგზის მესამე პრიზიორი (1962, 69). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში