ფეხბურთელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1976). 1960 წლის ევროპის ჩემპიონი და 1964 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის ჩილეს, 1966 წლის ინგლისის და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.