გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანელი (1944-2008)

ბაგრატიონთა მუხრანის შტოს წარმომადგენელი და საქართველოს სამეფო სახლის მემკვიდრეობითი თავი 1977 წლიდან გარდაცვალებამდე; წარსულში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ავტომრბოლი. უკანასკნელი ვიზიტის დროს, გარდაიცვალა თბილისში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად. დაკრძალეს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 2008 წლის 20 იანვარს.