მიხეილ  ხერგიანი (1932-1969)

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. გამოირჩეოდა მთაზე ასვლისა და კლდეზე ცოცვის უბადლო ოსტატობით. ძალზე პოპულარული იყო როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის მთამსვლელთა შორის; მისი მთაში სამაშველო მუშაობის შედეგად გადარჩენილია მრავალი ადამიანი. დაიღუპა იტალიაში მწვერვალ სუ-ალტოს (დოლომიტები) დალაშქვრისას. დაკრძალულია მესტიაში' საფლავის სურათი მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზრდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.