აკაკი კიბორძალიძე (1962-2001)

ძიუდოისტი. მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1987, 88), სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი (1986), სსრკ ჩემპიონი (1987) და სსრკ ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1988), თბილისის საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე.