ნოდარ ახალკაცი (1938-1998)

თბილისის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი. გუნდს სათავეში ედგა 1976-1983 და 1985-1986 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1978), 2-ჯერ საბჭოთა კავშირის თასი (1976, 1979) და თასების მფლობელთა თასი (1981). გარდაიცვალა 1998 წლის 24 იანვარს მოსკოვში, გულის შეტევით. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.