მანუჩარ შერვაშიძე (1930-2022)

მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982).

1955 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1955 წლიდან ბათუმის თეატრის წამყვანი მსახიობია. კინოში იღებდნენ 1964 წლიდან. 1991–1995 წლებში იყო აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი. 2010 წლის 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

დაკრძალულია ბათუმში, საკათედრო ტაძრის ეზო-პანთეონში.