რამაზ გიორგობიანი (1946-1995)

მსახიობი, რეჟისორი და სცენარის ავტორი. დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. 1971 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, 1979 წელს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოფაკულტეტი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.