ამირან ტაკიძე (1934-2004)
საქართველოს დამსახურებული არტისტი. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ბათუმის (1961-1980 და 1992 წლიდან), თბილისის ს. ახმეტელის სახელობის დრამატულ (1980-1992) თეატრებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის პანთეონში