მიხეილ ლალაშვილი (1917 – 2009)

საქართველოს დამსახურებული არტისტი, ცირკის მსახიობი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყო მუშობა მოსკოვის ცირკში ჟონგლიორ-ეკვილიბრისტად. 1968 წელს ხელმძღვანელობდა თბილისის ცირკს. 1984 წლიდან პენსიაშია, ცხოვრობდა მოსკოვში. დაკრძალულია პეტერბურგში, სმოლენსკის მართლმადიდებლურ სასაფლაოზე-დედის გვერდით.