სტეფანე (სტეპკო) ჯაფარიძე (1902-1979)

მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. 1923 წელს გადავიდა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ დრამატულ ფაკულტეტზე, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1925-1959წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახ. თეატრში მსახიობად. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, საესტრადი ნომრებს ხშირად თვითონ წერდა. არის მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი; ს. ჯაფარიძე ქართული თეატრისა და განსაკუთრებით ესტრადის პოპულარული მსახიობი იყო. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.