რომან გამსახურდია (1860-1939)

მსახიობი, ცირკის მოღვაწე, საქართველოში საცირკო საქმის ერთ–ერთი ორგანიზატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე 1882 წელს მუშაობდა ცირკში ადმინისტრატორად; 1897–1916წწ. იყო ძმები ნიკიტინების ცირკის მმართველი; 1917 წლიდან ვარშავისა და სამარის ცირკების მთავარი ადმინისტრატორი; 1926–1930წწ. ოდესის, ტულის, ეკატერინბურგის და ყაზანის ცირკების დირექტორი; 1930–1939წწ. თბილისის ცირკის დირექტორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.