გურამ ლორთქიფანიძე (1930-2008)

 მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1969 წელს კი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სცენარისტისა და რეჟისორის ორწლიანი კურსები. წლების მანძილზე მუშაობდა კინოში როგორც რეჟისორის თანაშემწე. გურამ ლორთქიფანიძე 2008 წლის 6 იანვარს გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.