თენგიზ ჩანტლაძე (1933-1988)

მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1976) და საქართველოს სახალხო არტისტი (1982). 1960-1961 წლებში ჩანტლაძე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. შემდგომში ხელმძღვანელობდა ფილარმონიასთან არსებულ მინიატურების ანსამბლს, მოგვიანებით კი მინიატურების თეატრს. მსახიობი 1988 წლის 7 სექტემბერს 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.