მიხეილ გელოვანი (1893-1956) 

მსახიობი, რეჟისორი. ცნობილი იყო სტალინის როლების შესრულებით. განათლება პეტერბურგში მიიღო. საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩაერთო კულტურულ ცხოვრებაში. 1912 წელს იყო ბაქოს ქართული თეატრის მსახიობი; 1913–1914 და 1916 წლებში ბათუმის თეატრის მსახიობი; 1914–1915 წლებში ქუთაისის თეატრის მსახიობი; 1918–1920 წლებში სწავლობდა გ. ჯაბადარის სტუდიაში; 1921–1922 წლებში და 1936–1939 წლებში იყო შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი; 1942–1948 წლებში მოსკოვის სამხატვრო თეატრის მსახიობი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.