ვლადიმერ მესხეთელი (ჭოღოშვილი) (1902-1957)

თეატრალური მოღვაწე, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაიბადა ელიზავეტპოლში. გიმნაზია დაამთავრა თბილისში და მოღვაწეობა დაიწყო იუჟინის სტუდიაში. 1942 წლიდან მოსკოვის ამხატვრო აკადემიური თეატრის დირექტორი. დაკრძალულია მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე.