კოხტა ყარალაშვილი (1898- 1947)

კინომსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა. მსახიობმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ კინოში. დაიღუპა ავტოავარიაში. ვარლამ ჟურულმა მისი მწუხარება გამოხატა შემდეგი სიტყვებით: „დუმის შეუკრავს შენი ბაგენი, და დაგიხუჭავს არწივის თვალი, სიკვდილო კოხტას რად მიაგენი, ნეტავი სადმე შეგშლოდა ხელი“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.