კაპიტონ აბესაძე (1900-1987)

მსახიობი. 1922 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია. 1921-1926 წლებში მონაწილეობდა ქუთაისის რკინიგზის კლუბის დრამატული წრის სპექტაკლებში. 1928 წელს კ. მარჯანიშვილმა მიიწვია მის მიერ ქუთაისში დაარსებულ თეატრში, სადაც აბესაძემ 1930-მდე იმუშავა. სხვადასხვა წლებში მოღვაწეობდა თბილისის წითელ და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში. 1938 წლიდან თეატრის მსახიობია. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.