გრიგოლ ნაცვლიშვილი (1913-1996)

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი. 1930 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თეატრალურ სასწავლებელში. 1933-1934 წლებში მუსაობდა სიღნაღისა და სოხუმის თეატრებში. 1934 წლიდან ქუთაისის თეატრის მსახიობია. გადაღებულია 12 ფილმში. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას პანთეონში.