დოდო ჭიჭინაძე (1924-2009)

კინო- და თეატრის მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1960). საქართველოს სახალხო არტისტი (1976). 1944-45 დაამთავრა საქართველოს კინოსტუდიასთან არსებული კინომსახიობის სტუდია. 1950 წლიდან იყო კ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.