ცეცილია წუწუნავა (1892-1956)

თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. მისი დებიუტი შედგა ბათუმში,  1920 წელს იგი თბილისში გადმოდის და რუსთაველის თეატრის დასში ირიცხება, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ემსახურა ქართულ თეატრს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.