აკაკი ტერელაძე (1923-1943)

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საბჭოთა კავშირის გმირი. 1942 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. იმავე წლიდან ფრონტზეა. მეთაურობდა 309-ე მსროლელ დივიზიას. ერთ-ერთმა პირველმა გადალახა დნეპრი. მისმა დივიზიამ დაიკავა მდინარის მეორე ნაპირის ტერიტორია და უზრუნველყო ჯარების გადასვლა. დაკრძალულია რჟევში.