საბჭოთა კავშირის გმირი, პირველი რანგის კაპიტანი. 1937 წლიდან საზღვაო ფლოტშია, 1941 წელს დაამთავრა შავი ზღვის ფლოტის სამხედრო-საზღვაო აკადემია. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 28 აპრილს სევასტოპოლისათვის ბრძოლაში გაანადგურა მტრის სამხედრო გემი, რისთვისაც მიენიჭა გმირის წოდება. დაკრძალულია მოსკოვში, ვაგანკოვის სასაფლაოზე, დახურულ კოლუმბარიუმში.