გარი მერკვილაძე (1923-1971)

საბჭოთა კავშირის გმირი. დაიბადა 1923 წლის 17 თებერვალს ქ. ბათუმში. 1943 წლიდან სერჟანტის წოდებით, როგორც მფრინავ-გამანადგურებელი, იბრძვის მეორე მსოფლიო ომში. განახორციელა 386 საბრძოლო გაფრენა. პირადად ჩამოაგდო მტრის 13 თვითმფრინავი. 1945 წლის მარტში მოახერხა ჩამოეგდო გერმანელთა რეაქტიული თვითმფრინავი Me-262. გარდაიცვალა 1971 წლის 2 აპრილს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.