ალექსანდრე სულაბერიძე (1916-1958)

არმიაშია 1937 წლიდან, მანამდე მუშაობდა მშობლიური სოფლის ტრაქტორისტად და ბათუმის რკინიგზის დეპოს მუშად. 1940 წლის 21 მარტს მიენიჭა გმირის წოდება ფინელებთან ბრძოლაში გამოჩენილი გულადობისა და ვაჟკაცობისათვის; ტანკით გაანადგურა ფინელების რამდენიმე საცეცხლე წერტილი. 1941 წლიდან დემობილიზებულია, ცხოვრობდა ბათუმში, მუშაობდა ლიმონათის ქარხნის დირექტორად. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.