იუზა ყაჭეიშვილი (1937-2021)

მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი, მთარგმნელი. ღირსების ორდენის კავალერი.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის მხატვრული ლიტერატურის პროპაგანდის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილედ, საქართველოს შსს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელად, გაზეთ „კრიმინალური ქრონიკის” მთავარი რედაქტორის მოადგილედ. სამწერლო ნათლობა 1958 წელს შედგა, როდესაც ჟურნალ „ცისკარში” გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა „ზღვის ლომი”. რომლის მიხედვითაც რეზო ჩხეიძემ „ქართულ ფილმში” გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ზღვის ბილიკი”. რომანის "გამოცხადება", მიხედვით კინოსტუდია „ქართულ ფილმში” შეიქმნა სამსერიანი მხატვრული ფილმი.

დაკრძალული თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა შვილმა, ქალბატონმა მანანა ყაჭეიშვილმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.