პოეტი.
დაიბადა სოფელ კირცხში (ჩხოროწყუ); გამოცემულია მისი სამი პოეტური კრებული: „შენი ღიმილი”, „ხილვა პირველი” და ,„გაელვებიდან გამომზირალი”. პოეტის არქივში უამრავი მასალა ინახება, მათ შორის − პოემა „საუბარი ერის სულთან”. თარგმნა რუსი პოეტის ევგენი ბარატინსკის ლექსები, გერმანული რომანტიზმის ფუძემდებლის, ნოვალისის შემოქმედების ნიმუშები.
გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია სოფელ კირცხში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან "აპოლონ ადონია".