პოეტი. ნამდვილი სახელი - გობრონ ციცქიშვილი.
გობრონ აგარელი პატრიარქ ქრისტეფორე ციცქიშვილის შვილი იყო. მას, როგორც სევდის პოეტს ისე იცნობდნენ. გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლებას დასახვრეტთა სიაში ჰყავდა შეყვანილი. რეპრესიებს მხოლოდ იმით გადაურჩა, რომ ლექსების წერა შეწყვიტა. ამის შემდეგ გობრონ აგარელმა მთარგმნელობითი საქმიანობა დაიწყო. ის 8 ენას ფლობდა.
დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა შვილიშვილმა, ქალბატონმა მანანა ციცქიშვილმა.