ნოდარ გურეშიძე (1927-2004)

მთარგმნელი, პოეტი, საქართველოს საავტორო უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე (1989-2001). 1966-1967წწ. იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1987-1989წწ. მწერალთა კავშირის ლიტფონდის დირექტორი; 2001-2003წწ. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე; 1946 წლიდან აქვეყნებდა ლექსებს; ავტორია პოეტური კრებულებისა. მისი ლექსები თარგმნილია უცხო ენებზე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს კომერციულ სასაფლაოზე.