ლიდა სტვილია (1938-2016)

საბავშვო პოეტი დაამთავრა სოფელ ციცხვაის საშუალო სკოლა. მისი პირველი ლექსი - "ძირს რა დახრის" დაიბეჭდა 1955 წელს გაზეთში "სოციალისტური სოფელი", ხოლო პირველი კრებული - "დილა ვენახში" გამოიცა 1959 წელს სოხუმში. ლირიკული ლექსების 10 კრებულისა და საბავშვო ლექსების 6 კრებულის ავტორია. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე.