სერგი ჭილაია (1911- 1992)

მწერალი. 1936 წლიდან 1944 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგად, ფილოლოგიური ფაკულტეტის დეკანად, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ მუშაკად. ს. ე. ჭილაია 1949 წლიდან კვლავ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტშია. ამჯერად საბჭოთა ლიტერატურის განყოფილების გამგედ მუშაობს, ხოლო 1951 წლიდან საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მდივანია. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.