ედიშერ ყიფიანი (1924-1972)

მწერალი. 1949 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროლოგიის სპეციალობით. ლიტერატურაში მისი სამწერლო დებიუტი ამავე ხანებში შედგა. პირველი ნაწარმოებები გამოაქვეყნა ახალგაზრდულ გაზეთებსა და „ნიანგში“. 1951 წელს ჟურნალ „დროშაში“ დაიწყო მუშაობა და სამუდამოდ დაუკავშირდა ლიტერატურას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.