სიმონ ხუნდაძე (1897-1933)

ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, სოციოლოგი, ჟურნალისტი. 1914 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობისას აქტიურად ებმება რევოლუციური წრეების საქმიანობაში. 1917 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ხელი მიჰყო ქართული საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის შესწავლასა და გამომზეურებას. 1924-1925 წლებში მოსკოვში ამთავრებს წითელი პროფესურის ინსტიტუტს და საქართველოში დაბრუნებისთანავე განაგრძობს მეცნიერულ ლიტერატურულ მოღვაწეობას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.