შალვა თაბუკაშვილი (1893-1971)

პედაგოგი, ლიტერატორი. სწავლობდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1916 წელს და დაბრუნდა სამშობლოში. მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა სკოლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 20-იან წლებში მამასთან ერთად, რომელიც აგრეთვე ცნობილი პედაგოგი იყო, ხელი მოჰკიდა სახელმძღვანელოებისა და მეთოდური ლიტერატურის შედგენა-გამოშვებას. სისტემატურად თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, აქვეყნებდა საყმაწვილო მოთხრობებს, ეწეოდა მთარგმნელობით მოღვაწეობას, მუშაობდა გამომცემლობებში: „სახელგამსა“ და „საბლიტგამში“ მთავარ რედაქტორად, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალ „მოამბის“ რედაქციის გამგედ. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში