ნუგზარ შატაიძე ( 1944-2009)

მწერალი, დრამატურგი, ესეისტი. დაამთავრა საქართველოს სახემწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქ. ენერგოსისტემაში-ინჟინრად, გაზეთ "ლელო"-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა "მერანი"-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ "ომეგა"-ს რედაქციის განყოფილების უფროსად. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.