თედო რაზიკაშვილი (1869-1922)

მწერალი. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. 1889 წელს დაამთავრა გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარია. 1890-1905 წლებში იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო. 1906 წელს სახლკარი გადაუწვეს. ერთხანს ფშავში იმალებოდა. 1890 წლიდან ქართულ ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა რაზიკაშვილის ლექსები, მოთხრობები, პუბლიკაციური წერილები და სხვა. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.