სერგო კლდიაშვილი (1893-1986)

პოეტი, მწერალი, ნოველისტი. იყო  "ცისფერყანწელთა" წევრი. სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ მოუსწრო რევოლუციამ და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისი პირველი ლიტერატურული მინიატურა ჯერ კიდევ 1911 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სინათლეში“. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ფრანგულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, სომხურ, უკრაინულ, პოლონურ და სხვა ენებზე. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით, „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.