გიორგი ნატროშვილი (1910-1998)

მწერალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1933 წელს. 1930 წლიდან იყო "ლიტერატურული გაზეთის", "დროშის" და "მნათობის" მთავარი რედაქტორი. მისი პირველი ნაწარმოები დაიბეჭდა 1930 წელს გაზეთში "ახალგაზრდა კომუნისტი", ხოლო პირველი წიგნი - "დავით კლდიაშვილის შემოქმედება" გამოიცა 1934 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.