რომანოზ ფანცხავა (1861-1928)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. ლიტერატურული ფსევდონიმი — ხომლელი. 1885 შევიდა ნოვოროსიის უნივერსიტეტში (ოდესა) ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად. რევოლუციურ წრეებში მაშაობისათვის 1887 მიუსაჯეს 15 წელი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ყოფნა. 1889 დაბრუნდა სამშობლოში ჩაება საზოგადოებრივ-ჟურნალისტურ საქმიანობაში. თანამშრომლობდა აკაკი წერეთლის „კრებულში“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.