ლავროსი კალანდაძე (1903-1977)

კრიტიკოსი, მწერალი, სწავლობდა მოსკოვში წითელი პროფესურის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების ინსტიტუტში. ლავროსი კალანდაძე ადრე შეუდგა შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობას, მაგრამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ლიტერატურის სამსახურს შეალია. იყო მწერლობის ისტორიკოსიც, კრიტიკოსიც და თეორეტიკოსიც. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.