სულიკო ჟღენტი (1925-2000)

კინოდრამატურგი. 1954 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სასცენარო ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგად სკოლაში, სადაც ასწავლიდა ქართულ ლიტერატურას, გაზეთებში აქვეყნებდა სტატიებსა და მოთხრობებს. დაწერილი აქვს უამრავი სცენარი. გარდაიცვალა 2000 წლის 3 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.