იოსებ გრიშაშვილი(1889-1965)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1947), სომხეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1945).  წერდა პატარა პიესებსა და ლექსებს. გრიშაშვილს ეკუთვნის საყურადღებო ლიტერატურული გამოკვლევები: "საიათნოვა" (1914-1918); "ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა" (1926-1927), დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.