გივი გაჩეჩილაძე (1914-1974)

მთარგმნელი, პოეტი და ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მთარგმნელობითი მოღვაწეობა სტუდენტობისას დაიწყო. მისი რედაქტორობით გამოიცა შექსპირის თხზულებათა ექვსტომეული ქართულ ენაზე. 1962 წლიდან სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ფილოლოგიის კათედრას. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.