ვიქტორ გაბესკირია (1903-1964)

პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში", ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ "პონტოსს" (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ "ისპირს" (1924). მუშაობდა გაზეთების "წითელარმიელის", "კომუნისტისა" და "მუშის" რედაქციებში. ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.